აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

31 აგვისტო, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.

შპს „აჭარა თხილის“ ქარხანა ნედლეულს ფერმერებისგან შეუფერხებლად ღებულობს. სეზონზე ქარხანა 400-500 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ევროპის ქვეყნებშიც ხდება. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

დღესვე მინისტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გვარასა და წყავროკაში თხილის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ჩვენი რეგიონისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ სამინისტრო მომდევნო წლებშიც გააგრძელებს მეთხილე ფერმერების ხელშეწყობას.

მეთხილეობის სფეროში დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2000-მდე ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა მეთხილე ფერმერებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს საველე პირობებში სისტემატიურად უტარდებათ აგრარული ექსტენცია.

ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს, ხელვაჩაურის და ქობულეთის ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58