აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პოლონელი ახალგაზრდების ვიზიტი აჭარაში 2022

31 აგვისტო, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის ოლქის მარშალის ოფისის მიერ, რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში დაიგეგმა მოსწავლეების გაცვლის ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავიდან აჭარაში იმყოფება 10 მოსწავლე, თანმხლებ პირებთან ერთად. სამინისტროს მიერ დაიგეგმა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები.
29 აგვისტოს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პოლონელ სტუმრებს შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ჯაბა ფუტკარაძე.
2022 წლის 10-17 სექტემბერს აჭარიდან ვროცლავში გაემგზავრება კონკურსის წესით შერჩეული 10 მოსწავლე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები