აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა

01 სექტემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. მოადგილის თანამდებობა უჩა სურმანიძემ დაიკავა.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა. არის კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

მოადგილედ დანიშვნამდე იგი სამინისტროში პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პროფესიით ეკონომისტს საჯარო სამსახურში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.

ასევე მინისტრის პირველ მოადგილედ არჩილ ბერიძე დაინიშნა, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები