აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბრანდენბურგის დელეგაცია აჭარაში

02 სექტემბერი, 2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ზაურ ახვლედიანმა გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეში აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრანდენბურგის ფედერალური მიწის, ლანდტაგის ოფიციალურ დელეგაციას, ლანდტაგის პრეზიდენტის - ულრიკე ლიდტკეს ხელმძღვანელობით უმასპინძლეს.
მხარეებმა კულტურის სფეროში დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს:
• მუსიკალურ სკოლებს შორის ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა;
• თეატრის დარგში სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა.
განსაკუთრებული აქცენტი კულტურის პოლიტიკაზე გაკეთდა, როგორც ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მთავარ დამაკავშირებელ ხიდზე;
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა სტუმრებს საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, კერძოდ გერმანიის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართულობისთვის გადაუხადა.
სტუმრებმა გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ასევე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, აჭარის კულტურის სფეროს მენეჯერებს ბრანდებურგის კულტურის პოლიტიკაზე ულრიკე ლიდტკემ პრეზენტაცია ჩაუტარა. პოზიტიურად დატვირთული დღე რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა კლასიკური მუსიკის კონცერტით დაასრულეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები