აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

13 სექტემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის შესახებ ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 10 504 359 ლარით გაიზრდება და 31 409 408 ლარს შეადგენს. 2023 წელს საოჯახო მეურნეობაში ჩართული არანაკლებ 270 ბენეფიციარი ისარგებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა 4 409 290 ლარს შეადგენს. გრძელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა. ციტრუსის სუბსიდირება კვლავ პრიორიტეტად რჩება.

გაძლიერდება ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება, რომელიც განისაზღვრა 823 150 ლარით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სამინისტრო აგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად 2023 წლის დაფინანსება შეადგენს 15 524 804 ლარს.

პროგრამების პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58