კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი
14 სექტემბერი, 2022
სასტუმრო შერატონში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი,ზაზა შავაძე, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.
,,მოხარული ვარ, რომ ფორუმი წელს აჭარაში ტარდება, ბოლო წლებია, კენკროვანი კულტურები პოპულარული გახდა რეგიონში,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ამ კუთხით, ახორციელებს პროგრამებს,რომლებიც ხელს უწყობს კენკროვანი კულტურების პერპსექტიული ჯიშებით ბაღების გაშენებას, სამაცივრე მეურნეობების ამოქმედებას, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), რათა მაღალ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ ფერმერებმა, როგორც საექსპერტო, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის’’- განაცხადა გამოსვლისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ფორუმის მონაწილე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებისა და იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.
ფორუმში ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და USAID საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი. დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან.
ფორუმი გაიმართა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.
იხილეთ გალერეა