აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხელვაჩაურში, სოფელ ქედქედში ახალი სკოლა გაიხსნა

15 სექტემბერი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ქედქედში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ქედქედის სკოლა სრულად ადაპტირებულია და გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 1 700 000 ლარი დაიხარჯა.
მინისტრმა და მერმა ასევე აგარის დაწყებითი სკოლა მოინახულეს, სადაც 17 მოსწავლე სწავლას სრულიად რეაბილიტირებულ გარემოში დაიწყებს. 
აჭარაში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები