აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა

13 სექტემბერი, 2022

☑️ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა

გეგმის თანახმად, უწყების მომდევნო წლის ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარესთან შეადრებით 8,9%-ით, კერძოდ 2 827 205 ლარით გაიზრდება და 31 735 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს.

სამინისტროსთვის პრიორიტეტია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელება და სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოქალაქეთა მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გაგრძელდება მიმდინარე წლის მოქმედი პოგრამები. დაგეგმილია რიგი ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, ამოქმედდება ახლი პროგრამები.

☑️ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:
• გეგმის თანახმად, 3 900 000 ლარამდე გაიზრდება „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება:
- თვალის ბადურის მძიმე მკურნალობა ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით,
- ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება,
- ამავე პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციების დაფინანსება. გაიზრდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა,
- იგეგმება იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტით, ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსების პროცენტული წილის გაზრდა,
- გაიზრდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების რაოდენობა.

☑️ სოცალური მიმართულებით:
• პირველად ამოქმედდება ახალი პროგრამა - ბავშვთა/მოზრდილთა ფსიქოსოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაცია და შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

• მილიონ ლარამდე გაიზრდება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება. ცვლილების თანახმად, დაგეგმილია რიგ პროგრამებში ბენეფიცირების და სეანსების რაოდენობის გაზრდა.

• ასევე გაიზრდება ზრდასრულთა დამხმარე საშუალების რაოდენობა და თავშესაფრის ბენეფიციართა დაფინანსება.

2023 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები