აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დოკუმენტური ან/და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

16 სექტემბერი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  „დოკუმენტური ან/და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების  საგრანტო კონკურსი“ გამოცხადდა შემდეგ თემატიკაზე:
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“ – დოკუმენტური/მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი;
  • პედაგოგები აჭარის რეგიონიდან: ირინა ხერჟი, მერცია თენეიშვილი, მალვინა სირბილაძე - დოკუმენტური ფილმი;
  • სპორტსმენი ქალები აჭარის რეგიონიდან: ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე, მოჭადრაკე სალომე მელია, ძიუდოისტი ნანი კირკიტაძე - დოკუმენტური ფილმი.საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 16 სექტემბრიდან  30 სექტემბრის 18 საათამდე; საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: administracia@moecs.ge; 
„დოკუმენტური ან/და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების  საგრანტო კონკურსში“ მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა;
კონკურსის ბიუჯეტი განსაზღვრულია 60 000 ლარით.
ერთი ფილმის გადაღებისთვის გრანტი გაიცემა: 
  • დოკუმენტური/მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისთვის (ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“) - არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით;
  • დოკუმენტური ფილმებისთვის (პედაგოგები და სპორტსმენი ქალები აჭარის რეგიონიდან) - არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით;

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები