აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაიზარდა სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება

21 სექტემბერი, 2022

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - (BMC), ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად იმ მოქალაქეებსა და პაციენტებს შეხვდნენ, რომლებმაც სახსრების ენდოპროთეზირება სამინისტროს დაფინანსებით უკვე ჩაიტარეს ან უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვთ.

შეხვედრაზე მინისტრმა პროგრამის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობაზე და განხორციელებულ ცვილებებზე ისაუბრა. მოისმინა პაციენტების შეფასებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები.

,,ჩვენ პერმანენტულად ვიკვლევთ სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესახებ აზრს, როგორც ბენეფიციარებთან, ასევე პროგრამის განმახორციელებლებთან, ექიმებთან, რომ ნებისმიერი სამინისტროს სერვისი იყოს მაქსიმალურად მორგებული მოქალაქეთა საჭიროებებზე. დღეს შეხვედრა გვაქვს  "სახსრების ენგოპროთეზირების"  პროგრამის ფარგლებში და უპირველესად მადლობა  მინდა  გადავუხადო ორთოპედ-ტრავმატოლოგებს, რომელთა იმედი აქვთ პაციენტებს და შესაძლებლობას აძლევენ ადგილზე ჩაიტარონ ქირურგიული მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტრო  "სახსრების ენგოპროთეზირების" პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს და წლის განმავლობაში, საშუალოდ 80-და 100-მდე პაციენტი ფინანსდება. მიმდინარე წელს გაიზარდა ზღვრული ტარიფის მოცულობა 7 000 ლარამდე, შესაბამისად გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტიც და იგი 450 000 ლარს შეადგენს. 

54 წლის მაყვალა დუმბაძე ოპერაციამდე ეტლ-სავარძელით გადაადგილდებოდა. ამბობს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა ოპერაცია და დღეს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. პაციენტს ქირურგიული მომსახურება სამინისტროს ფარგლებში დაუფინანსდა. 

შეხვედრას ასევე BMC-ის კლინიკური დირექტორი სოსო ჯახია და კლინიკის ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რაულ პაქსაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამის აქტუალობაზე, არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე მიდგომებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

"სახსრების ენგოპროთეზირების" პროგრამა ფარავს იმ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც არ წარმოადგენენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები