ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა
26 სექტემბერი, 2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა.
სამსართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში, საკლასო ოთახებთან ერთად, სპორტული და სააქტო დარბაზები მოეწყო, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. შენობა ადაპტირებულია, ასევე უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მოთხოვნები.
პროექტის ღირებულება არის 1 500 000 ლარამდე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ახალი სკოლა, შეხვდა სკოლის დირექციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს, უსურვა მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი განახლებულ გარემოში.
იხილეთ გალერეა