აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო

23 სექტემბერი, 2022

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა, 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვილილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს. პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური. მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები