აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლის "საიდანაც მზე მოდიოდა" პრემიერა გაიმართა

27 სექტემბერი, 2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს „საიდანაც მზე მოდიოდა“ ჩვენებას დაესწრო. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების საპატივცემულოდ გაიმართა. სპექტაკლი მაყურებელს ახალგაზრდა წყვილის ცხოვრების ფონზე იმ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებზე მოუთხრობს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები