აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საოჯახო ანსამბლების კონკურსს აცხადებს

28 სექტემბერი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საოჯახო ანსამბლების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზაცია და წახალისება.
კონკურსის შედეგად მოხდება იმ საოჯახო ანსამბლების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც წლების მანძილზე საკუთარი ძალებითა და ენთუზიაზმით ახერხებდნენ შეენარჩუნებინათ, აღედგინათ და გაეცოცხლებინათ ფოლკლორული ნიმუშები. 
კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად: 
ა) განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით. 
ბ) მეორე ეტაპი ჩატარდება 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად.
გ) კონკურსის მესამე, ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

საოჯახო ანსამბლების ხელშეწყობის ფარგლებში გამარჯვებულებს გადაეცემა ფულადი ჯილდო - 3 000 ლარი და ბროლის პრიზი, ხოლო მონაწილე საოჯახო ანსამბლებს გადაეცემათ დიპლომები. სულ გამოვლინდება 6 გამარჯვებული ანსამბლი 6 მუნიციპალიტეტიდან (1 მუნიციპალიტეტიდან 1 გამარჯვებული ანსამბლი).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები