ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება.
30 სექტემბერი, 2022
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო.
ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან 1400 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი 3 სართულიანი საჯარო სკოლა აშენდება; შენობაში საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა; მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.
ბათუმში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლებმა.
პროექტს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 7 000 000 ლარამდეა.
იხილეთ გალერეა