აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

05 ოქტომბერი, 2022

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინა ზოიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და მასწავლებელთა სახლის დირექტორი სულიკო თებიძე, ასევე რესურსცენტრების ხელმძღვანელები.
მათ შეკრებილ საზოგადოებას მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს და  პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელს გადასცეს.
შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა მასწავლებელთა მხარდაჭერა, ახალი თაობის განვითარებაში მათი წვლილის აღნიშვნა და დაფასება, მასწავლებლის საქმიანობის და ღვაწლის წარმოჩენა. 
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო 70 მასწავლებელი, რომლებიც მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებმა შეარჩიეს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობა, საგანმანათლებლო კონფერენციებში მონაწილეობა, წარმატებული მოსწავლეები, ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილი და სხვა.
მათ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფასიანი საჩუქრები გადასცა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები