აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს

10 ოქტომბერი, 2022

ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს. პოპულარული შოუს ეთერში აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა.  გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა და მას ასიათასობით მაყურებელი იხილავს. ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია. რიგადან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებმა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებ და სიუჟეტები გამოაქვეყნეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდა რიგადან, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გვიან გაზაფხულზე ბათუმს ლატვიის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ, რომელთა მიერ შემუშავებულმა ტურისტულმა პაკეტებმა ხელი შეუწყო აჭარაში ლატვიელი ტურისტების შემოყვანას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები