შუახევში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04 ოქტომბერი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ჩანჩხალოს საავტომობილო გზის 3, 5 კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტის მიხედვით ასევე მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონი, ზღუდარები და რკინა ბეტონის კიუვეტები.
ასფალტობეტონის საფარის დაგების შემდეგ მოხდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომელიც უკავშირდება გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს. რეაბილიტირებული გზით ვიზიტორები და ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1 999 994 ლარს.
სამუშაოები დასრულდება 2023 წელს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილესთან, სპეციალისტებთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა