საგნობრივი ოლიმპიადა დაიწყო
17 ოქტომბერი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს.
ოლიმპიადის პირველი ტური დღეს, 17 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 10000-მდე მოსწავლემ გაიარა.
იხილეთ გალერეა