აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
21 ოქტომბერი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
ძირითად მიმართულებებზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილესთან, სპეციალისტებთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა