აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმატებული ხელოვანების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

27 ოქტომბერი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას - „პროექტების მხარდაჭერა, ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზება“. 
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება, რომელიც გულისხმობს, მიმდინარე წლის წარმატებულ ხელოვანთა შორის, გამარჯვებულთა გამოვლენას კონკურსის წესით.
საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ნომინაციებზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს კულტურის სფეროში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ფიზიკური პირი ან/და ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელმაც 2022 წელს მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება ან/და განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის კულტურის ამა თუ იმ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის 18:00 საათამდე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები