ვარდისფერი ოქტომბერი
28 ოქტომბერი, 2022
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასასრულს უახლოვდება. დღეს კიბოს სკრინინგი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ და ევექსის ჰოსპიტლები - „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“ ჩაუტარდათ.
სამედიცინო დაწესებულებებში სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე გაეცნო.
,,ქალებს შესაძლებლობა აქვთ კვლევა ჩაიტარონ ბათუმის ოთხ კლინიკაში - ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, რეფერალურ „საავადმყოფოში“, კლინიკა „მედცენტრსა“ და საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“. სკრინინგ პროგრამები მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, ამიტომ ყველა მოქალაქეს ვთხოვთ, მიბრძანდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და ჩაიტარონ უფასო კვლევები. რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის წარმართვა",- აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.
აჭარის რეგიონში ქალებისათვის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 40-დან 70 წლის ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი;
- 25-დან 60 წლის ჩათვლით - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
- 50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში:
- 25 - 30 წლამდე ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი (ელასტოგრაფია)
- 30 - 40 წლამდე ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი.
იხილეთ გალერეა