აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

27 ოქტომბერი, 2022

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, ქედის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია  სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებში დაგეგმილი ცვლილებებისა და ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის შესახებ, ასევე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის - (DRG) ახალი მოდელის ამოქმედების თაობაზეც.

,,აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედრები  გრძელდება. შეხვედრების ფარგლებში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მთავრობის წარმომადგენლებისგან მოისმინონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან გააცნონ პრობლემური საკითხები. ორმხრივი კომუნიკაციის შედეგად, დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა, ამდენად ინიციატივის მიზანიც სწორედ ეს არის. დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივების კითხვები ძირითადად ეხებოდა სამინისტროს მიმდინარე წლის ახალი პროგრამის - უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტირების პროგრამაში ჩართვის მეთოდოლოგიას, კრიტერიუმებს, ასევე ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას და სხვა სოციალურ საკითხებს“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები