საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
08 ნოემბერი, 2022
აჭარის
დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
საერთაშორისო
ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:
წყალმომარაგების
რეზერვუარების
მშენებლობა;
წყალმომარაგების
მაგისტრალური
და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
წყალარინების
ქსელის მშენებლობა;
წყალმომარაგების
სათავე ნაგებობების მშენებლობა;
წყალარინების
გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
მცირე
და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
წყლის
სატუმბი სადგურების მშენებლობა;
საწყობების
მშენებლობა;
ლაბორატორიების
მოწყობა;
საერთაშორისო
ტენდერის LOT-1 დაბებს, ხოლო LOT-2 სოფლებს მოიცავს.
სარეაბილიტაციო
სამუშაოებზე
საერთაშორისო
ტენდერი KfW-ს შესყიდვების სტანდარტების თანახმად გამოცხადდა.
ინფორმაცია
გამოცხადებული
ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3FW0936
https://bit.ly/3TrniOc
კონტრაქტორების
შერჩევა ექვემდებარება დებულებებს, რომლებიც მოცემულია „პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, მცენარეთა, საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებში“.
სამუშაოების
კონტრაქტი FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება.
პროექტის ეკოლოგიური და სოციალური ზეგავლენიდან გამომდინარე, ტენდერის პრეტენდენტებმა ეკოლოგიური, სოციალური, ჯამრთელობისა და უსაფრთხოების ქმედითუნარიანობის და გამოცდილების განსაზღვული დონე უნდა წარმოადგინონ.
საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge
იხილეთ გალერეა