აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სოფელ შარაბიძეებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

09 ნოემბერი, 2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარაბიძეებში 1,7 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით.
პროექტი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და დამცავი საყრდენი კედლების მოწყობა.
პროექტის ღირებულება შეადგენს 812 999 ლარს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები