აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჩხავერის რთველი ქედის მუნიციპალიტეტში

15 ნოემბერი, 2022

ქედაში ყურძნის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი მიმდინარეობს. წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი პირველ მაისში დავით შავლიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.

მევენახე ფერმერმა ჩხავერის ჯიში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგარმის ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.

ჩხავერის რთველის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტრადიციულ დღესასწაულს, ,,ქედელობას” დაესწრო. ნოემბრის თვეში მუნიციპალიტეტის ცენტრში შემოდგომის ნობათისა და სხვადასხვა ფოლკლორული ნიმუშების გამოფენა ყოველწლიურად ქედის მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ეწყობა.

ღონისძიებაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებენ. ასევე ირჩევენ საპატიო ქედელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58