აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განიხილვა

14 ნოემბერი, 2022

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. სოფლის მეურნეობის მიმართულებით კანონპროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 30 %-ით იზრდება და 27 მილიონ 280 ათასი ლარით განისაზღვრება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 123 მილიონი ლარით განისაზღვრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, 13 %-ით იზრდება და 32 მილიონ ლარს აჭარბებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 15 %-ით იზრდება და 95 მილიონ ლარს შეადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58