შეხვედრა მოსახლეობასთან
09 ნოემბერი, 2022
🔸 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მაღალმთიანი აჭარის დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რიყეთის, დიოკნისისა და დიდაჭარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე მინისტრმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სიახლეების შესახებ, ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის DRG-ის მოდელის ამოქმედების შესახებ და მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები.
,,სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. გეგმის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა საჭიროებები მაქსიმალურად იქნება ასახული უწყების ფინანსურ დოკუმენტში ასახული. ამისთვის ყველა საკომუნიკაციო არხი ღიაა და ჩვენ, აჭარის მთავრობის წევრები, ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი მოსახლეობასთან ორმხრივ კომუნიკაციაში.
▪ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სამინისტრო, 2023 წელს ასევე, ზრდის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს და იქნება 4 080 000 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი გაიზრდება 40 000 ლარამდე.
▪ პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა.
▪ გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა. 120 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის კი გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე“- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
იხილეთ გალერეა