აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 100 მოქალაქის დამხმარე საშუალება მილიონ 134 099 ლარით დაფინანსდა

11 ნოემბერი, 2022

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სამი კვარტალის მდგომარეობით, 1 100 მოქალაქის  დამხმარე საშუალება მილიონ 134 099 ლარით დაფინანსდა. 

🔷 ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა"

პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით: ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, შშმ პირთათვის განკუთვნილი ამწე, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი.

🔷 ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა"
პროგრამა ითვალისწინებს გადაადგილების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვების) და ხანდაზმულთა, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში - 6 წლისა და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

🔷 ,,სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა" პროგრამა ითვალისწინებს სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები