აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

15 ნოემბერი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აკაკი ძნელაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, ჯაბნიძეებისა და უჩამბის მოსახლეობას შეხვდნენ.

ედუარდ ნაკაშიძემ ადგილობრივებს სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

,,პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. 2023 წლიდან გაიზრდება როგორც პროგრამის ბიუჯეტი, ასევე თითოეულ ოჯახზე დაფინანსების ოდენობა.
გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარის დაფინანსება მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის არაუმეტეს 40 000 ლარისა. პროგრამის მოსარგებლეები არიან ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა" - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები