ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო
18 ნოემბერი, 2022
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტირებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი სანებართვო პროცედურების შემდგომ, დაიწყო ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებების განხორციელება.
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას განაპირობებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება, სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კუბ. მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა.
პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს.
იხილეთ გალერეა