ფერმერის დღის ფარგლებში ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დათვალიერება მოეწყო
20 ნოემბერი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად, ფერმერის დღის ფარგლებში ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენა კამპანიის ,,მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი“ ფარგლებში მოეწყო და მასში სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით მოსარგებლე სამოცამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.
საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან აღინიშნება. გამოფენა-ბაზრობა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.
დღის ბოლოს, 18:00 სთ-ზე სასტუმროში ,,რუმსი“, წლის ფერმერის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
იხილეთ გალერეა