აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„ფერმერის დღე 2022“-ის დაჯილდოება

20 ნოემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფერმერის დღე 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან პარტნიორობით გაიმართა.

ღონისძიებას, ფერმერებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

20 ნოემბერი ფერმერის დღედ 2015 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58