აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარული ნაქარგობებით გაფორმებული ფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა

21 ნოემბერი, 2022

წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხალხმრავლობითა და საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. აჭარული ნაქარგებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, სოფლის ნობათი, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ულამაზესი დეკორაციები იყო გამოფენილი. წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემას აჭარული ნაქარგები წარმოადგენდა, რომლის დეკორაციებით, ლაითბოქსებით, დროშებითა და ბანერებით იყო მორთული საფესტივალე სივრცე.  

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს დასწრებოდნენ, პარალელურად კი მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ხუთივე მონიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი გიდების მონაწილეობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდებმა კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე აჭარული კერძის მოამზადეს.

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდა უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“, რომელიც  ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარულ ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძემ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, კახაბერმა და ხანუმებმა იზრუნეს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები