აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით 3 751 მოქალაქე ორი მილიონ  714 107 ლარით დაფინანსდა

24 ნოემბერი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, სამი კვარტლის მონაცემებით, 3 751 მოქალაქე   ორი მილიონ  714 107 ლარით დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია სოციალურად  დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის  მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც არ ფინანსდება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო  პროგრამებით. 

პროგრამა ითვალისწინებს:
- სხვადასხვა,  მათ შორის თერაპიული ნოზოლოგის დაფინანსებას;
- ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას;
- გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსებას მაღალეფექტური მედიკამენტით;
- რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით და იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით;
- ფსორიაზით და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით.

პროგრამის ბიუჯეტი 3 300 000 ლარია.

მომავალი წლის სამინისტროს ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილია როგორც პროგრამის ბიუჯეტის, ასევე მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა. კერძოდ: 120 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის კი გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები