აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

25 ნოემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2022” გაიმართა.

გამოფენას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თურექეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების მინისტრის მოადგილე ებუბექირ გიზლიგიდერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Agro Batumi 2022 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგრო გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდნენ 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58