მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
26 ნოემბერი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების მინისტრის მოადგილეს, ებუბექირ გიზლიგიდერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
ზაზა შავაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ებუბექირ გიზლიგიდერს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ელჩი ალი ქაან ორბაი, გენკონსული რიზა ქაღან ილმაზი, მინისტრის მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ გალერეა