აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროს სოციალური პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

24 ნოემბერი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან, ასევე შშმ სტატუსის მქონე ბავშვების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ნაკაიძემ 2023 წლის სარეაბილიტაციო პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ პროგრამებზე ისაუბრა.

მომავალ წელს სამინისტრო გეგმავს ახალი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ახალი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2 000 ლარის ოდენობით ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე მშობელზე და შშმ სტატუსის მქონე ორსულ ქალებზე. ყველა პროგრამა მომდევნო წელშიც გაგრძელდება, იზრდება როგორც მათი დაფინანსების მოცულობა ისე მოსარგებლეთა რაოდენობა“, - აღნიშნა ინდირა ნაკაიძემ.


შეხვედრაზე, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა მაია ქათამაძემ, აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა პროექტი - ,,მე მაქვს უფლება ... დამხმარე ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამსახურში, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების, უკეთესი განათლების, შრომისა და დასაქმების ხელშესაწყობად“.

პროექტის მიზანია, კანონის იმპლემენტაციის ფარგლებში დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობის გამოკვეთა ადგილობრივ პროგრამებში და სარეაბილიტაციო ცენტრების საქმიანობაში.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპეციალისტები, მშობლები, არასამთავრობო სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები