აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის სამედიცინო აქცია გაიმართა

26 ნოემბერი, 2022

უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები, ექიმის კონსულტაცია - სამედიცინო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, დღეს ამერიკულ-ქართული ჰოსპიტალის, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრ ვივამედის და ევექსის კლინიკის წამყვანმა ექიმებმა გამართეს.

სამედიცინო აქციის მსვლელობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად გაეცნო.

,,აქციის ორგანიზებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას "ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი". თორმეტი წელია, რაც მსგავსი აქცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა წამყვანი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, მაღალკვალიფიციური ექიმები. გარდა პედაგოგებისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო აქციის ფარგლებში ესარგებლა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევებით, მიეღო ექიმის დანიშნულება. საქართველოს პარლამენტთან ერთად, დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია“ - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები