აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის სხდომა

29 ნოემბერი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომა აჭარის ბიუჯეტის თემის განხილვით დაიწყო.

,,ბოლო 10 წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ჩვენი მაცხოვრებლებისთვის“ აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული აქცენტი განათლებაზე და სტუდენტებზე კეთდება. გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. გაიზარდა არსებული პროგრამების დაფინანსება.

,,დიდი ზრდაა განათლების ბიუჯეტის მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე განათლების პროგრამებს. შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში არცერთი სკოლა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე, აშენდება ახალი სკოლებიც“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2023 წელს დაგეგმილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. თორნიკე რიჟვაძემ ინიციატივა გამოთქვა სამინისტროებში სისტემური სტაჟირების დანერგვის შესახებ.

,,გამოვდივარ ინიციატივით, რომ ყველა სამინისტროში დაინერგოს სისტემური სტაჟირების პროგრამა. მინდა მოვუწოდო ყველა სამინისტროს, რომ ძალიან მალე უზრუნველვყოთ შესაბამისი კონკურსების გამოცხადება, რაც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. 1 იანვრიდან უნდა შევძლოთ ამ პროგრამის სრული დატვირთვით ამოქმედება“ - აღნიშნა რეგიონის პირველმა პირმა.

ყურადღება გამახვილდა აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ექვსივე მუნიციპალიტეტში. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. 2023 წელს 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, უკვე დაწყებულია ციტრუსის სარეალიზაციო შტაბის მუშაობა, იმუშავებს არასტანდარტული მანდარინის სარეალიზაციო ქარხანა. უკვე ექსპორტირებულია 1000 ტონაზე მეტი ციტრუსი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58