აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

30 ნოემბერი, 2022

2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და
ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში
პირველად ჩატარდა ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსი.
კონკურსშო მონაწილეობას იღებდა 16 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ
საქართველოს სხვადასხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამებზე. აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და, მათი
ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით
არის 81% და მეტი.
კომისიის გადაწყვეტილებით 16 სტუდენტი ერთჯერადად მიიღებს ტარიელ
ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები