აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების 1,8 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

08 დეკემბერი, 2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების 1,8 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულებულია.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის მიხედვით მოეწყო ანაკრები რკინა ბეტონის კიუვეტები, წყალგამტარი ლითონის მილები, ბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები.
ასევე მოხდება შესასვლელებზე და მიერთებებზე ასფალტის საფარის მოწყობა და  განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტის ღირებულება შედგენს 928 988 ლარს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები