აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურის სფეროს მთავარი ჯილდოს "წლის წარმატებული ხელოვანი" გადაცემის ცერემონია გაიმართა

11 დეკემბერი, 2022

10 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კულტურის სფეროს მთავარი ჯილდოს "წლის წარმატებული ხელოვანი" გადაცემის ცერემონია გაიმართა.
წელს პირველად, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა ნომინაციაში, ოცი წარმატებული ხელოვანი დააჯილდოვა.
გამარჯვებულების შერჩევა მოხდა კონკურსის გზით, კომისიის მიერ.
კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
✅წლის მუსიკოსი - თათია კობალაძე
✅წლის მხატვარი - ბადრი ართმელაძე
✅წლის მწერალი/პოეტი - სანდრო ბერიძე
✅წლის დებიუტი - “ზღვის შვილები”
✅წლის ახალგაზრდა ხელოვანი- ნიკა ფუტკარაძე
✅წლის ქართული ფოლკლორის შემოქმედი - ირაკლი სირაბიძე
✅წლის კინოხელოვანი - ზაზა ხალვაში
✅წლის მუსიკალური ჯგუფი - ბსუ-ს ბენდი “OFF SIDE”
✅წლის საერთაშორისო წარმატება - სულხან ჯაიანი
✅წლის ფოტოხელოვანი - გურამ ტურაშვილი
✅წლის პედაგოგი სახელოვნებო დარგში - ნატალია ორაგველიძე
✅წლის ქორეოგრაფი - შალვა გოგუაძე
✅წლის ლოტბარი - გიორგი ჩხარტიშვილი
✅წლის მუზეუმელი - გურამ ჩხატარაშვილი
✅ჯილდო თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის - მაია ცეცხლაძე
✅წლის კულტურის მიმომხილველი ჟურნალისტი- მანანა ძიძიშვილი
✅წლის მენეჯერი კულტურის სფეროში - თეონა ზოიძე
✅კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის - ზვიად ბოლქვაძე; მარიამ ჯახუტაშვილი; თემურ ბიბილეიშვილი.
გამარჯვებულებს გადაეცათ სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი ბრინჯაოს ქანდაკება - „ოვაცია“ და ფულადი ჯილდო.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ხელოვანებს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას, რასაც „წლის წარმატებული ხელოვანი“ ჰქვია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები