აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარაში ონკოქირურგია სრულად ფინანსდება

13 დეკემბერი, 2022

სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისების სრულად დაფარვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი მექანიზმის დანერგვამ განაპირობა. ე.წ. DRG მეთოდი ქვეყნის მასშტაბით 1 ნოემბერს ამოქმედდა.

ამ და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწიენებულ სიახლეებზე ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე.

,,შეხვედრაზე სოფლის ექმიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გავაცანით სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და მასში ასახული პროგრამული სიახლეები. ვინაიდან უწყება ფინანსურ დოკუმენტს სწორედ მოსახლეობის მომართვიანობის, წინა წლებში მოქმედი პროგრამების შესრულებისა და ანალიტიკის საფუძველზე ადგენს.
შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მექანიზმის ამოქმედებით, აჭარაში პაციენტებს სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად უფინანსდებათ“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე და მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდნენ. ხულოში ასევე, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, რიყეთის მბულატორიის მედდა - ნანი გორგაძე დააჯილდოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკო პაციენტებს ასევე სრულად უფინანსებს (1000 ლარის ღირებულების ფარგლებში) თარგენტული, იმუნოთერპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებს. აგრეთვე ლაბორატორიულ კვლევებს, როგორიცაა - სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედები, მოლეკულურ-გენეტიკური ფლუორესცენტული, ქრომოგენული, პათმორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და სხვა.

აღნიშნული დაფინანსება საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში 2023 წელსაც გაგრძელდება. მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკო პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებზე კიდევ ურო ხელმისაწვდომობის მიზნით, შემდეგი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს:

გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო თარგენტული, იმუნოთერაპიული, ბისფოსფონატების ჯგუფის დასაფინანსებელი მედიკამენტების ნუსხა, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება;

ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური და მაღალი რისკის ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად, ფესგო;

მოიმატებს თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა - 10 000 ლარამდე. გაიზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 000 ლარამდე, ასევე გაიზრდება იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის შესაბამისი ლიმიტი - 15 000 ლარამდე;

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ყველა პაციენტს დაუფინანსდება პოზიტრონ-ემისიური კომპიუტრული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევა სოციალური სტატუსის გათვალისწინებით 90-100% -ით;

გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი თანხა;

„ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის“ პროგრამით, გაიზრდება პაციენტების დაფინანსების პროცენტული წილი და დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები