აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ქედაში

16 დეკემბერი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილესთან ედუარდ ნაკაშიძესთან ერთად, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული სიახლეები ამჯერად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოხელეებს გააცნო.

,,გეგმის თანახმად, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.
- აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს ასევე ზრდის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს და იქნება 4 080 000 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი გაიზრდება 40 000 ლარამდე.
- პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე მშობლის და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა.
- გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა. 120 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის კი გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე“- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები