აფხაზეთიდან დევნილ ლიდა ქვაჩახიას 100 წლის იუბილე მიულოცეს
16 დეკემბერი, 2022
უხუცეს ქალბატონს საიუბილეო თარიღი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკშიძემ და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბადრი კობალაძემ მიულოცეს.
,,სამინისტროს სახელით, ქალბატონ ლიდას ვულოცავთ დაბადებიდან 100 წლის შესრულებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში იუბილარს გადავეცით ფულადი საჩუქარი ათასი ლარის ოდენობით. პროგრამით მიმდინარე წელს, აჭარაში მცხოვრებმა 100 წელს გადაცილებულმა 53 მოქალაქემ ისარგებლა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ედუარდ ნაკაშიძემ.
ლიდა ქვაჩახია პროფესიით მედდაა და წლების განმავლობაში სოხუმის საავადმყოფოში ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას. 29 წელია, რაც ბათუმში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობა 65-ს შეადგენს, შესაბამისად ბიუჯეტი 65 000 ლარით განისაზღვრა.
ამ დროისთვის, აჭარის რეგიონში ყველაზე უხუცესი ორი მოქალაქეა. 108 წლის ქალბატონები ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები არიან.
იხილეთ გალერეა