აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა

20 დეკემბერი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმილი პროგრამული სიახლეები, ქალაქ ბათუმის მერიაში, მერის წარმომადგენლებს და მერიის თანამშრომლებს გააცნო.

გეგმის თანახმად 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარით გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.
,,შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები გავაცანით. განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელის ამოქმედების საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში განხორციელებული თანადაფინანსების მეთოდი. ასევე, ის ახალი პროგრამები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედერას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები