აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომა

22 დეკემბერი, 2022

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის წლის ბოლო სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 106.5 მლნ აშშ დოლარია, უძრავი ქონების მთლიანი ბაზრის ღირებულება 34%-ით არის გაზრდილი და 503 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა სიახლე მაჭახელას ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხელვაჩაურში სრულდება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახელას კონცეფციას.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა: „მინდა შევეხო აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს, რომლიც უკვე საბოლოო ფორმით დამტკიცებულია და ის 535 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ როგორც რესპუბლიკურ დონეზე, ასევე თითოეულ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი განსახორციელებელ პროექტებსა და შესაბამის საბიუჯეტო ღონისძიებებში.

,,აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრებაში დაურეგისტრირდება ბინები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ რეგისტრაციას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმსა და ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

,,აღვნიშნავ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში აშენდება 6 ახალი ბაღი, ასევე, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ავარიული სახლების პროგრამაზე და ამ მიმართულებით 10 ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი აშენდება, რომელიც დაახლოებით 1000-მდე ოჯახს, რომელიც ავარიულ პირობებში ცხოვრობს, მისცემს საშუალებას უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება. ბიუჯეტის ზრდა აისახა ყველა მუნიციპალიტეტზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ბათუმის დაგეგმილ ბიუჯეტში ნახევარზე მეტი სწორედ რესპუბლიკური ბიუჯეტის ტრანსფერი იქნება 163 მლნ ლარზე მეტი.

ქობულეთში გაგრძელდება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სოციალური სახლის მშენებლობა. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ ქობულეთს ქონდეს ახალი სპორტული სასახლე, რომლიც მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყება.

რაც შეეხება ხელვაჩაურს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობა და ეს გათვალისწინებულია უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ასევე, ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა ახალსოფელში და ასევე, ხელვაჩაურის თითოეულ სოფელში განახლდება ყველა ადმინისტრაციული ცენტრი. ამ მიმართულებით მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ქედის მუნიციპალიტეტშიც ვგეგმავთ ახალი სოციალური სახლის მშენებლობას და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც უკავშირდება წყალმომარაგებას, ამ მიმართულებითაც დაგეგმილია შესაბამისი პროექტები. შუახევში დასრულდება კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. გაიხსნება მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სახლი და დასრულდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრის მშენებლობა. ხულოს მუნიციპალიტეტში დასრულდება 3 ახალი საბავშვო ბაღი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბათუმის ავტობუსების პარკის განახლება. მხოლოდ მომავალ წელს, პარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატება და წლის ბოლომდე სრულად განახლდება ბათუმის ავტობუსების პარკი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 55 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58