აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს 2022 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში

23 დეკემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ 2022 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტიები.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით, ექსტენციის ქსელის უფასო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის მიმართულებით 4 500-მდე ფერმერს ჩაუტარდა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდა, უსასყიდლოდ დამუშავებული იქნა 2 000 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობები.

შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის მიმდინარე სეზონი, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 10 000 ტონა სტანდარტული მანდრინი. ხოლო არასტანდარტული მიღებული და გადამუშავებულია 3 200 ტონა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა - 2022 წელს აჭარის სსიპ სატყეო სააგენტომ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან (KfW) 7 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. გრანტის ფარგლებში აჭარაში ხელი შეეწყობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, აჭარის სატყეო სააგენტოს ინსიტუციურ განვითარებას და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 645 601 ლარით გაიზარდა და შეადგინა 29 530 950 ლარი.

შეხვედრის ბოლოს, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომელები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58