აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

23 დეკემბერი, 2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს
მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა „თამაში: ხარისხიანი ადრეული
განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას
ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე;
უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო
საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული
განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს
საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს
გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და
ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი
საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 იანვარი, 18:00
(საქართველოს დროით).
კონფერენციაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/adsyV
კონფერენციაზე თეზისის წარმოსადგენად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/ePW59

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები